• KA
  • კეთილი იყოს თქვენი მობრძანება King’s Garden Hotel & Residence-ში:

    ქინგს გარდენის უნიკალური პროექტი მდებარეობს ძველი თბილისის შუაგულში, მირზა შაფის ქუჩაზე. ლეგენდის თანახმად, V საუკუნეში ვახტანგ გორგასალმა სწორედ ამ მიდამოებში დააარსა ქალაქი თბილისი.

    ქინგს გარდენი აერთიანებს მდიდრულ სასტუმროს, გამორჩეულ საცხოვრებელ კომპლექსს და პრემიუმ კლასის ინფრასტრუქტურულ კეთილმოწყობას. კომპლექსი ნარიყალას ციხესიმაგრესა და ბოტანიკური ბაღის მეზობლად მდებარეობს, საიდანაც პირდაპირ გადმოჰყურებს ძველ თბილისურ აბანოებს და ქალაქის ისტორიულ ცენტრს.

    დეველოპერული პროექტი წარმოადგენს მდიდრულ საცხოვრებელ რეზიდენციას და გამორჩეულ სასტუმროს, სათანადო კეთილმოწყობით: რესტორნები, სპა, საცურაო აუზი, სპორტული დარბაზი, ვალეტ პარკინგი და სხვა სერვისები, რომლებიც ხელმისაწვდომია, როგორც სტუმრებისთვის, ასევე აპარტამენტების მესაკუთრეებისთვის.

    ექსკლუზიური პროექტი ძველ თბილისში

    გთავაზობთ გახდეთ დახურული საზოგადოების წევრი

    • კერძო კლუბის წევრობა
    • ხუთ ვარსკვლავიანი სასტუმრო სერვისები
    • პანორამული ხედები ძველ თბილისზე
    • შენი საკუთარი ბოტანიკური ბაღი
    • 24/7-ზე კონსიეჟის მომსახურება,ვალეტ პარკინგი,
    • გაქირავების სერვისი და დაცვის გუნდი
    დაგვიკავშირდით

    პანორამული ხედი

    360 გრადუსიან ვიდეოში ნახავთ ჩვენი შენობის უმაღლესი წერტილიდან დანახულ ჰორიზონტს, რომელიც ნათელ დღეებში 100კმ-ით დაშორებული, კავკასიონის ქედის ჩამოთოვლილი მთების სიმაღლეზეა გადაჭიმული.

    უნიკალური არქიტექტურა

    King's Garden Hotel & Residence წარმოადგენს ტრადიციული და თანამედროვე არქიტექტურის უნიკალურ შერწყმას. პროექტი შეიქმნა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და ქალაქ თბილისის მერიასთან თანამშრომლობით. გეგმარება მოიცავს უამრავ ტრადიციულ მახასიათებელს, რის გამოც კომპლექსი კარგად ერწყმის გარემოს და გულითად მასპინძლობას სთავაზობს ყველა სტუმარს.

    საცხოვრებელი

    საცხოვრებელი კოშკი, გამოყოფილია სასტუმროსგან დიდი პიაცათი და მომცრო პარკით. კოშკის 7 სართულზე განლაგებულია 44 გამორჩეულად მდიდრული რეზიდენცია, რომელთა უმეტესობას აქვს დიდი ზომის ტერასა და ქმნის შიდა და გარე საცხოვრებელ სივრცეებს. პერსონალური საპარკინგე ადგილის შეძენა, ვალეტ პარკინგის მომსახურებით, შესაძლებელია თითოეული რეზიდენციისთვის ინდივიდუალურად. საცხოვრებელი კოშკის საერთო და კეთილმოწყობის სივრცეების ელეგანტური ინტერიერი თანამედროვე დეტალებითაა გაფორმებული, ხოლო თითოეული რეზიდენციიდან თქვენ თვალწინ განსაცვიფრებელი ხედები იშლება.

    ინტერიერი

    ინტერიერისთვის დამახასიათებელია ელეგანტური დიზაინი, გამორჩეული ხარისხის ავეჯი და მცირე დეტალები, რომლებზეც დიდი ყურადღებაა გამახვილებული.

    შიდა სივრცეებიდან იშლება ფართო ხედვის ულამაზესი ხედები მთელ ქალაქზე, ბოტანიკურ ბაღსა და კავკასიონის მთებზე. ქინგს გარდენის მაცხოვრებლებს შესაძლებლობა აქვთ საკუთარი გემოვნების მიხედვით დააპროექტონ რეზიდენციები.

    პიაცა

    ღია პიაცაზე შეგიძლიათ, ძველი თბილისის, ბოტანიკური ბაღის და მე-11 საუკუნის ნარიყალას ციხესიმაგრის ხედების ფონზე, უგემრიელესი სამზარეულოთი ისიამოვნოთ.
    კინგს გარდენის უნიკალური რეზიდენციების და მდიდრული სასტუმროს შეუდარებელი ადგილმდებარეობა განცდას გაძლევთ, რომ ბოტანიკური ბაღი თქვენი საკუთარი ეზოა. თვალწარმტაცი ხედები, ჩანჩქერები, ტყეები, სარბენი ბილიკები და მოსასვენებელი სივრცეები, სადაც შეგიძლიათ თქვენს ოჯახთან ერთად, მეგობრებთან ან სულაც მარტომ ისიამოვნოთ.

    კინგს გარდენის უნიკალური რეზიდენციების და მდიდრული სასტუმროს შეუდარებელი ადგილმდებარეობა განცდას გაძლევთ, რომ ბოტანიკური ბაღი თქვენი საკუთარი ეზოა. თვალწარმტაცი ხედები, ჩანჩქერები, ტყეები, სარბენი ბილიკები და მოსასვენებელი სივრცეები, სადაც შეგიძლიათ თქვენს ოჯახთან ერთად, მეგობრებთან ან სულაც მარტომ ისიამოვნოთ.

    დახურული აუზი

    კომპლექსის ინტერიერში, კლდის ბუნებრივი კედელი არაორდინალურ გარემოს ქმნის თქვენი განტვირთვის თუ სპორტული აქტივობების დროს, აუზზე, სპაში, სპორტულ დარბაზსა და მზიან ტერასაზე.

    სპორტ დარბაზი

    სპორტული დარბაზი, სპა და საცურაო აუზი ხელმისაწვდომია როგორც მაცხოვრებლებისთვის, ასევე სტუმრებისთვის.

    სასტუმრო

    120 ნომრიანი სასტუმრო, რესტორნები, ბარები, ტერასიანი ბაღი, გარე სასადილო სივრცე, ბიზნეს ცენტრი და საკონფერენციო დარბაზები, სრულყოფილს ხდიან ქინგს გარდენის რეზიდენციას. გაიგე მეტი

    პროექტის შესახებ

    ძველი თბილისის გულში, ახალი არქიტექტორული სიმბოლოს შექმნით, ქინგს გარდენი წარმოადგენს ახალ ურბანულ შედევრს. პროექტი აერთიანებს თანამედროვე და ტრადიციულ არქიტექტურას და ჰარმონიულად ერწყმის ბუნებას. მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს და სრულდება 2024 წელს.

    ჩვენ შესახებ

    რატომ King’s Garden-ი?

    44 ექსკლუზიური აპარტამენტი
    ღია პიაცა რესტორნებით და ბარებით
    თვალწარმტაცი ხედები ძველ თბილისზე
    ბოტანიკური ბაღი 4 ჩანჩქერით
    თქვენ გახდებით გამორჩეული თემის წევრი
    გაწევრიანდებით კერძო კლუბში (Private Club)
    მოგემსახურებათ პროფესიონალთა გუნდი, რომელიც მუდმივად მზად არის დააკმაყოფილოს თქვენი მოთხოვნები
    24/7 მოგემსახურებათ კონსიერჟი, კერძო დიასახლისი, დაცვის ჯგუფი და ვალეტ პარკინგი

    დაგვიკავშირდით :

    თუ გსურთ ნომრის დატოვება აირჩიეთ თარიღი და ჩვენ დაგირეკავთ.დეტალურად