რეზიდენცია N23

advanced divider
advanced divider
1
მისაღები ოთახი
33,5 მ²
advanced divider
2
საძინებელი
25,6 მ²
advanced divider
3
დერეფანი
4,2 მ²
advanced divider
4
სველი წერტილი
5,8 მ²
advanced divider
5
აივანი
3,3 მ²
advanced divider
6
სამრეცხაო
4,0 მ²

ერთიანად გადახდის შემთხვევაში მოქმედებს 10 %-იანი ფასდაკლება

ჩაბარების პირობა: მწვანე კარკასი

110.7 m²

633481 €
1819322 ₾

ბოტანიკური ბაღის ხედი

სართულზე მდებარეობა

ბოტანიკური ბაღის ხედი

სართულზე მდებარეობა

1
მისაღები ოთახი
33,5 მ²
advanced divider
2
საძინებელი
25,6 მ²
advanced divider
3
Bedroom 1
32,7 m²
advanced divider
4
Bedroom 2
19,3 m²
advanced divider
5
WC
7,9 m²
advanced divider
6
Terrace
19,9 m²

ერთიანად გადახდის შემთხვევაში მოქმედებს 10 %-იანი ფასდაკლება

ჩაბარების პირობა: მწვანე კარკასი

110.7 m²
633481
1819322

ხშირად დასმული კითხვები

გაიგეთ მეტი King’s Garden-ის შესახებ, ფასი, კეთილმოწყობის დეტალები და ა.შ.
პროექტის აღწერა

King’s Garden უნიკალური პროექტია, რომელიც ქალაქის ერთ-ერთ უძველეს, მირზა შაფის ქუჩაზე ძველი თბილისის ისტორიული ცენტრის შუაგულში მდებარეობს, იქ, სადაც ლეგენდის თანახმად მე-5 საუკუნეში მეფე ვახტანგ გორგასლმა ქალაქი თბილისი დააარსა.

პროექტი გამორჩეული რეზიდენციებითა და შესაბამისი კეთილმოწყობით ქალაქის ისტორიულ ცენტრში ახალ დეველოპერულ ნაგებობას წარმოადგენს, რომელიც ეროვნული ბოტანიკური ბაღის და ნარიყალას მიმდებარედ მდებარეობს.

ჩვენ გთავაზობთ მდიდრულ კეთილმოწყობილ რეზიდენციებს. King’s Garden არის უნიკალური დეველოპერული პროექტი მაღალი კლასის საცხოვრებელი 100 აპარტამენტით, ელეგანტური ღია პიაცითა და ბუტიკებით. ადგილი, სადაც დაგხვდებათ სპა, აუზი, სპორტული და საკონფერენციო დარბაზი, ისევე როგორც 160 ადგილიანი პარკინგი ყოველდღიური გამოყენებისთვის ან შეძენის შესაძლებლობით.

ისტორია და მდებარეობა

King’s Garden რეზიდენსი მდებარეობს ძველი თბილისის ისტორიული ცენტრის შუაგულში, მირზა შაფის ქუჩაზე, იქ სადაც ლეგენდის თანახმად მე-5 საუკუნეში დაარსდა ქალაქი თბილისი. პროექტი განლაგებულია თბილისის ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ 160 ჰექტარ ფართობზე, გამოირჩევა სიმწვანით, 3 ჩანჩქერითა და ულამაზესი ბილიკებით.

ევროპის სამხრეთ-აღმოსავლეთ კიდეზე მდებარე თბილისის სიახლოვე აღმოსავლეთ-დასავლეთის სავაჭრო გზებთან, ისტორიის მანძილზე ქალაქს ხშირად აქცევდა სხვადასხვა მეტოქე იმპერიებს შორის დაპირისპირების საგნად და ქალაქის მდებარეობა დღემდე უზრუნველყოფს მის, როგორც მნიშვნელოვანი სატრანზიტო მარშრუტის პოზიციას. თბილისი უნიკალურია თავისი მომხიბლავი არქიტექტურიდან მდიდარ კულინარიულ კულტურამდე.

შენი საკუთარი ბოტანიკური ბაღი
1845 წელს დაარსებული 160 ჰექტარის (400 აკრი) ფართობის ეროვნული ბოტანიკური ბაღი King’s Garden-იდან მხოლოდ რამდენიმე ნაბიჯით არის დაშორებული. მთელი მსოფლიოს 4500-ზე მეტი სახეობის ხეებისა და მცენარეების გარდა ცნობილი სამებაღეო კოლექცია ხასიათდება სასეირნო ბილიკების სიმრავლით, სპეციალური ბაღების მრავალფეროვნებით, კასკადური ჩანჩქერებით, ნაკადულებითა და ულამაზესი ხედებით ძველი თბილისისა და თანამედროვე ქალაქის ტრადიციულ არქიტექტურაზე.
მრავალფუნქციურობა

ცხოვრების ახალი სტანდარტი

King’s Garden-ში დაგხვდებათ პანორამული ხედები ძველი თბილისის ისტორიულ მხარეზე. ადგილი, სადაც ერთდროულად შეიგრძნობ ქალაქის რიტმსა და ბუნების სიმშვიდეს.


რეზიდენტებს შესაძლებლობა ექნებათ ქინს გარდენსში ისარგებლონ World Class-ის ლაქშერი კომპლექსით, რომელიც მომხმარებლებს fitness haute couture-ს სთავაზობს, სადაც 1000 კვადრატულ მეტრზე განთავსებულ სივრცეში წარმოდგენილი იქნება იტალიური ბრენდის TECHNOGYM ხაზი, ოცმეტრიანი აუზი ხედით ჩანჩქერზე და სპორტული აქტივობებისთვის განკუთვნილი გარე სივრცე და უმაღლესი ხარისხის ველნეს ცენტრი – Spa by Worldclass.

გადახდის პირობები

გაგაცნობთ ჩვენს ინდივიდუალურად მორგებულ გადახდის პირობებს, რომელიც თქვენი უძრავი ქონების ოცნებას რეალობად აქცევს. King’s Garden-ში უპირატესობა ენიჭება მოქნილ სისტემას და ხელმისაწვდომობას, რაც გადახდის მოსახერხებელ პირობებს უზრუნველყოფს. ჩვენ გთავაზობთ:

10%-იანი ფასდაკლება ერთიანი გადახდის შემთხვევაში. აირჩიეთ ერთიანად გადახდის მარტივი გზა და ისარგებლეთ ექსკლუზიური 10%-იანი ფასდაკლებით შენაძენზე. ეს ვარიანტი თქვენი ინვესტიციის მნიშვნელოვან დანაზოგს წარმოადგენს.

შიდა განვადების გეგმა (18 თვიანი პერიოდი): გაანაწილეთ თქვენი გადასახადი 18 თვეზე ჩვენი შიდა განვადების საშუალებით. ამ ვარიანტით თქვენ იხდით თანხის 30% წინასწარ, ხოლო დარჩენილი თანხა გადანაწილდება თანაბრად შეთანხმებულ პერიოდში, რაც თქვენი ფინანსების ეფექტურად მართვის გარანტიას წარმოადგენს.

საქართველოს ბანკის იპოთეკა: როგორც საქართველოს ბანკის ამაყი პარტნიორები, ჩვენ ვთავაზობთ დამატებით დაფინანსებას ჩვენს კლიენტებს. თქვენ შეგიძლიათ პირდაპირ დაუკავშირდეთ ბანკს იპოთეკის პირობების გასარკვევად.

ინდივიდუალური ფინანსური მდგომარეობის გამო ჩვენ გთავაზობთ თქვენს საჭიროებებზე მორგებულ გადახდის მრავალფეროვან ვარიანტს, რათა თქვენს მიერ გაკეთებული შენაძენი იყოს ხელსაყრელი და უპრობლემო. დაგვიკავშირდით დღესვე და ჩვენ დაგეხმარებით უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ოცნების რეალობად ქცევაში.

ჩაბარების პირობები

King’s Garden-ის აპარტამენტები ბარდება მწვანე კარკასის მდგომარეობაში, სრულყოფილი ფუნქციონალურობითა და რეზიდენციის ინდივიდუალური  კეთილმოწყობით.  მოკლე მიმოხილვა, თუ რას უნდა ელოდოთ:

საერთო სივრცე:

  • დერეფნები – სრულად დასრულებული
  • ვესტიბიულები – სრულად დასრულებული
  • ტექნიკური აივნები – კონდიცირებისა და გათბობის მოწყობილობები, რომლებიც განთავსებულია თითოეულ სართულზე სპეციალურ ტექნიკურ აივნებზე
  • საინჟინრო – ხანძარსაწინააღმდეგო გამფრქვევები, კვამლის კონტროლი, ხანძრის გამოვლენა, შეტყობინების სისტემა;

აპარტამენტები:

  • შესასვლელი კარი – ხანძარსაწინააღმდეგო, დაცული, თეთრი ფერის, შიგნიდან ლამინირებული კარი;
  • იატაკი – ხმაურ გაუმტარი, მოჭიმული.
  • აპარტამენტებს შორისა კედლები – თაბაშირმუყაოს ფილა, იზოლაცია, ბლოკის კონსტრუქცია ხმაურის დონის შემცირებისთვის.
  • ტიხრები – თაბაშირმუყაოს ფილა ან შელესილი ბლოკი. ხმაურის დონის შემცირება;
  • ჭერი – ბეტონის ფილა;
  • გარე ფანჯრები და კარები – ალუმინის, ენერგოეფექტური მინა;
  • აივნები და ტერასები – სრულად დასრულებული;
  • კონდიციონერი – დამონტაჟდა VRV გარე ბლოკი და მილები ბინამდე.
  • შიდა მონტაჟი, მაღალი დონის ვარიანტით.
  • გათბობა – დამონტაჟებულია ქვაბი და მილები ბინამდე. რადიატორები;
  • გათბობა – უმაღლესი ხარისხის სისტემა
  • წყალი და სანტექნიკა – მილები მიტანილია შეთანხმებულ ლოკაციამდე;
  • ელექტროობა – კაბელების ჩალაგება დასრულებულია შეთანხმებულ ადგილებში;
  • ინტერნეტი –ინტერნეტ პროვაიდერისთვის მომზადება;
ტექნიკური უზრუნველყოფა

სახლის და ეზოს ტექნიკური მომსახურება:

  • კონსიერჟის მომსახურება 24/7 -ზე C ბლოკის შესასვლელთან
  • C ბლოკის შემოსასვლელის 24/7-ზე დაცვა
  • C ბლოკის საერთო ზონების 24/7-ზე დაცვა
  • გარე ტერიტორიის მომსახურება, მისი მდგომარეობის შენარჩუნება და შეკეთება, რეგულარული დასუფთავება, ნარჩენების შეგროვება და გატანა, ნაგვის ურნების მოწესრიგება და მებაღეობა.
  • C ბლოკის საერთო ზონების მომსახურება, მათ შორის მისი მდგომარეობის შენარჩუნება, ზედაპირების, ფანჯრებისა და კარების შეკეთება, რეგულარული დასუფთავება, ნარჩენების გატანა და ნაგვის ურნების მოწესრიგება.
  • C ბლოკის საერთო ზონის საინჟინრო სისტემების რეგულარული პროფილაქტიკური ტექნიკური უზრუნველყოფა, როგორიცაა ელექტროენერგია და განათება, უსაფრთხოების სისტემა, IT სისტემა და ლიფტები.
  • ვიდეო ზედამხედველობა 24/7-ზე მიწის ნაკვეთზე 1;
  • რეგულარული პროფილაქტიკური ტექნიკური უზრუნველყოფა და სახლის ძირითადი ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების შემოწმება, მათ შორის სპრინკლერის სისტემა, სპრინკლერ-სისტემის რეზერვუარი, სახანძრო ჰიდრანტები, კვამლის გამწოვი, ხანძრის დეტექტორი, განგაშის გამოცხადების სისტემა, საგანგებო განათება და C ბლოკის გენერატორი.
  • გარე ტერიტორიის საინჟინრო სისტემების რეგულარული პროფილაქტიკური ტექნიკური უზრუნველყოფა, მათ შორის განათება, ავტომატური სარწყავი და სანიაღვრე სისტემები;
  • C ბლოკის საერთო ზონის, სახლის, ლიფტებისა და საინჟინრო სისტემების განათების გადასახადი;
  • C ბლოკის მიწის ნაკვეთზე და საერთო ზონებზე წყლის რესურსების ანაზღაურება, მათ შორის სარწყავი სისტემები, დასუფთავების მომსახურება და საერთო ტექნიკური სისტემები.
  • C ბლოკის საერთო საკუთრების ფართობზე მოქმედი მოსაკრებლების გადახდა;
  • C ბლოკის ცალკეული ბლოკის ვესტიბიულში ბუნებრივი აირის ანაზღაურება;
  • შენიშვნა: C ბლოკის საერთო ზონა მოიცავს დერეფნებს, ვესტიბიულებს, პარკინგს, ტექნიკურ აივნებსა და ოთახებს, სახურავს, კიბის უჯრედსა და საერთო სარგებლობის ტერასებს.

**შენიშვნა: გენერატორი უზრუნველყოფილია ლიფტების ავარიული ელექტრომომარაგებისთვის, საერთო ტერიტორიების ავარიული განათებისთვის და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემებისთვის. ქალაქის მთავარ ქსელში ელექტროენერგიის გათიშვის შემთხვევაში გენერატორი უზრუნველყოფს ელექტროენერგიის მიწოდებას.

ახლომდებარე ადგილები
  • ბოტანიკური ბაღი 100მ
  • გოგირდის აბანოები და მინერალური წყლები 190მ
  • ნარიყალას ციხე 400მ
  • იან შარდენის ქუჩა 550მ
  • ტაბორის რეკრეაციული ზონა & გოლფ კურორტი 700მ
  • კოტე აფხაზის ქუჩა 750მ
  • ქართლის დედა 1კმ
  • რიყის პარკი 1.1კმ
  • თავისუფლების მოედანი 1.4კმ
  • თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 15.8კმ

Responsive version
Under Development

Book An Apartment

Fill in your personal information

Book An Apartment

Schedule Visit